ობო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობო (ყალ. Обó) – საკულტო ადგილი, სალოცავი, გარდაცვლილ შამანთა, წინაპართა სულებისა და ციური წარმომავლობის ღვთაებათა სახელობის თაყვანისცემის ობიექტი ყალმუხებში; წარმოადგენს ქვების გროვას ან ხეებს, მორთულს ფერადი ლენტებითა და ალმებით. მონღოლური მოდგმის ხალხებში ობოები, როგორც წესი, გზისპირებზე, მთათა უღელტეხილებსა და მწვერვალებზე, ტბათა და მდინარეთა ნაპირებზე მდებარეობს. გვხვდება როგორც განცალკევებით მდგომი, ისე ჯგუფური ობოები. მიიჩნევენ, რომ ობო ქმნის ამინდს, უზრუნველყოფს მოსავლიანობას, ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ყალმუხებში განსაკუთრებული ძალის მქონე სალოცავად ბოგდოს წმინდა მთაზე არსებული ობო განიხილებოდა.


ლიტერატურა

Герасимова К. М. Культ обо как дополнительный материал для изучения этнических процессов в Бурятии // Этнографический сборник. Вып. 5. Улан-Уде, 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები