ნოიკომი რუთ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოიკომი რუთ – (დ. 12 ნოემბერი 1920, ნოიჰაუზენი – გ. 30 აპრილი 2001, ციურიხი), შვეიცარიელი ქართველოლოგი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1945).

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1939) ციურიხის უნივერსიტეტში სწავლობდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, გერმანულ ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიას. 1945 დაამთავრა ფილოსოფიის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით. 1949-იდან პროფესორ კ. ჩხენკელის მოწაფე და ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. მასთან ერთად თარგმნა გერმანულად „ვისრამიანი“ (გამოიცა 1957), „ვეფხისტყაოსანი“ (გამოიცა 1974). ნოიკომი თანამშრომლობდა კ. ჩხენკელთან „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში, რომლის გამოცემაც დასრულდა 1974 (გამოიცა გერმანულ ენაზე 3 ტომად). ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ საგანგებოდ აღნიშნა „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე“ მომუშავე კოლექტივის ღვაწლი და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ნოიკომი, ი. მარშევი და ლ. ფლური დააჯილდოვა.

1970 ციურიხში გამოიცა „თანამედროვე ქართველი მწერლები“, რომელშიც შესულია მ. ჯავახიშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, კ. გამსახურდიას, ლ. გოთუასა და გ. ჩიქოვანის მოთხრობები. წიგნს ახლავს ნოიკომის ვრცელი ბოლოსიტყვაობა. მან ი. მარშევთან ერთად თარგმნა აკაკის „ჩემი თავგადასავალი“ (ციურიხი, 1990), ცნობილია მისი წერილები საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ·

ქ. ბერიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები