ნაღველა (Gentiana asclepiadea)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღველა (Gentiana asclepiadea) – (Gentiana schistocalyx K. Koch = Gentiana asclepiadea L.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მარტივი, 2-5 ერთად განლაგებული ღეროთი. სიმაღლე – 40-120 სმ. ფოთლები კვერცხისებურ-ლანცეტაა ან სამკუთხა-ლანცეტა. შუა ფოთლები შედარებით დიდი ზომისაა. ყვავილები მჯდომარეა და განლაგებული როგორც ყლორტების კენწეროებში, ისე ფოთლების ძირში. ყვავილი მკრთალი ლურჯია ან ცისფერი. ყვ. ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ტყისპირა მიდამოებში, ველობებში, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის სუბალპურ სარტყელში საკმაოდ დიდი რაოდენობით. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.