მწარე აბლაბუდიანი სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მწარე აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius causticus Fr. რუს.Паутинник горький)
ქუდი – 3-5 სმ დიამეტრისაა, ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი ბრტყლად ამობურცული, ზედაპირი ლორწოვანია, წითუო ჟანგისფერია მოწითალო-ყავისფრამდე. კიდეები უფრო ღია ფერისაა და დახეთქილი.
ფეხი – 3-4 სმ სიგრძისა და 0,6-2 სმ სისქისაა, ძირში დაწვრილებულია, ჟანგმიწისფერია, ზედაპირი ოდნავ წებოვანია. ფირფიტები შეზრდილია კბილით, ჯერ ღია ჟანგისფერია, შემდეგ – წითუო ჟანგისფერი.
რბილობი – მოთეთროა, კანის ქვეშ ჟანგისფერია, მწარე არ არის, ქუდის კანი მწარეა.
სპორები – ელიფსისებრია, წვრილხორციანი ზედაპირით, მუქჟანგისფერი, 6-8X3-4 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ შემოდგომით.