მოხიგანგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოხიგანგა – (ესპ. mojiganga – მასკარადი, ბუფონადა) – გროტესკულ-სახუმარო ხასიათის მოკლე თეატრალური წარმოდგენის სახეობა ესპანეთში, კოსტიუმებით და ნიღბებით, ხშირად სიმღერებით და ცეკვით.
მოხიგანგა როგორც თეატრალური წარმოდგენა პირველად მოხსენიებულია 1637 წელს. პირველხანად მოხიგანგა აგებული იყო იმპროვიზაციის პრინციპზე. უკვე მე-17 საუკუნეში შეიქმნა მოხიგანგას ლიტერატურული ტექსტები. შემონახულია კალდერონის „სიკვდილის მოხიგანგა“, „მეფის დასასვენებელი ადგილები“, „ამოყორილი მუცლები“. ასევე ცნობილია ბენავენტეს, მორეტოს და სხვა ესპანელი დრამატურგების მოხიგანგები.