მიქელი (ლიხთ-იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიქელი – ლიხთ-იმერეთის მეფე 1327-29. დავით VI ნარინის ვაჟი. აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა თავის ძმას, ლიხთ-იმერეთის მეფე კონსტანტინე I-ს (1293-1327). იგი გამეფა ძმის, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მიქელს გაუჭირდა ძმათა შუღლით აშლილი სამეფოს მკვიდრად დაჭერა. მისი მეფობა უდღეური აღმოჩნდა. 1329 წელს მეფის გარდაცვალებისთანავე გიორგი V ბრწყინვალე გადავიდა იმერეთში და დაიკავა ქუთაისი. ტახტის მემკვიდრე ბაგრატს შორაპნის ერისთავობა უბოძა. ამიერ-იმიერი საქართველო კვლავ გაერთიანდა.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები