მაკომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკომი
- ტაჯიკურ და უზბეკურ ხალხურ პროფესიონალურ მუსიკაში 7 საფეხურიანი დიატონური კილოები (არაბულ და სპარსულ მუსიკაში მაკამი).
- მაკომის კილოებზე აგებული, განვითარებული მრავალნაწილიანი სიუიტის ტიპის ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები. მაკომის პოეტური ტექსტი ლირიკულია. მაკომის სხვადასხვა ფორმების დამახასიათებელი რიტმული ფორმულები. „უსული“ სრულდება „დოირაზე“. 6 მაკომისაგან შემდგარ ციკლს ეწოდება „შაშმაკომი“.