მაისურაძე თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემურ მაისურაძე – დაიბადა 1959 წლის 24 ივლისს ასპინძაში. — ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
განათლება – ქ. ხარკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1980-87). სამხედრო სამსახური (1977-79).
სამუშაო გამოცდილება
- ბიზნეს საქმიანობა (1987-2011).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ თავმჯდომარის მოადგილე.