მადონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მადონა – იტალიური სიტყვაა და ასე ითარგმნება: „ჩემო ქალბატონო“. ღვთისმშობლის ხატი ხელში ჩვილი იესოთი ჩვ.წ. მე-IV საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება იკონოგრაფიაში. იგი მსგავსია იმ ეგვიპტური გამოსახულებისა, სადაც წარმოდგენილია ისისი ჩვილი ჰოროსით. ისისისადმი მიძღვნილი მისტერიების მონაწილენი თავიანთ ქალღმერთს ასე მიმართავდნენ: „მა დონა“ (ჩემო ქალბატონო), რაც მოგვიანებით ღვთისმშობლის მოხსენიების ტრადიციად იქცა.