ლომსაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ლომსაძე

ლომსაძე შოთა — (1925 − 2003), ქართველი პოეტი და ისტორიკოსი. დაიბადა სოფელ ჩუნჩხაში (ახალქალაქი). 1950 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. პირველი ლექსი 1943 წელს გამოაქვეყნა 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში. ლექსთა პირველი წიგნი „მესხეთის ბუხრები” 1957 წელს გამოსცა. ავტორია ლექსთა კრებულებისა: „დაკარგული რაფსოდიები” (1959), „ჯავახური ქრონიკები” (1963), მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები: „მიხეილ თამარაშვილი” (1975), „გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიიდან” (1979).


ვწერ ვინმე მესხი მელექსე
(ფრაგმენტი)
თუ ღვთის წყალობით იმ მესხთა
წყალი ჩვენც გადაგვესხმება,
ჩვენს ხეს აქამდის რაც ესხა,
იგივ ნაყოფი ესხმება.
ვენახი ავად ნასხლავი
თუ აღარ გამოგვესხვლება,
იგივ ხმა გამოგვასხივებს
რა ხმითაც სული მზეს ხვდება.
ნუ გეფიქრებით, ვერ გვათნევს
მტერი, ზოგან რომ ეს ხდება,
დარჩება მესხი მესხადვე,
მესხი არ გადამესხდება.
შენ მამაღმერთო, უფალო,
ვინც ეს ბაღნარი შენარა,
ზოგი ქმნა უგზო-უკვალო,
ზოგი აფრინა ზენარა,
ზოგს მიუჩინა ბაღდადი,
ზოგს შირაზი და ბენარა,
მაგრამ ეგ შენი ბაღნარი
ვერვინ ვერ გადიშენარა;

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები