ლითონების კოროზიისაგან დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლითონების კოროზიისაგან დაცვაკოროზიისაგან დაცვის ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია ლითონის ზედაპირის დაფარვა დამცველი აფსკის (ლაქის, საღებავის, ემალისა და ა.შ.) ფენით. ასეთ აფსკს დაბალი აირ- და ორთქლშეღწევადობა და მაღალი წყალამრიდი თვისება აქვს, რითაც აბრკოლებს ლითონის ზედაპირთან წყლის, ჟანგბადისა და ატმოსფეროში შემავალი აგრესიული კომპონენტების შეღწევას. ფაქტურად, ლაქსაღებავების ფენა მხოლოდ ამუხრუჭებს კოროზიის პროცესს. ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაფარვის ხარისხს: ფენის სისქეს, მის სიმკვრივეს, თანაბრობას, წყლის შეღწევადობას, შეჭიდულობის სიმტკიცეს (ადჰეზიას). ფოლადის ელემენტების კოროზიისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა – მოთუთიება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები