ლაყ-ლაყყათი
ლაყ-ლაყყათ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Лъакъ-Лакъкъат) – მეძაღლეობის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მისი სრული სახელია „ძაღლთა ბატონი ლაყ-ლაყყათი“ (Хирмеклик бла Эгерликни иеси Лакъ-Лакъкъат). ცნობილია, როგორც უმმახანის ვაჟი (Уммаханы Лакъкъат уланы). მის სახელს ახსენებენ ღამის ახალგაზრდულ შეკრებებსა და ძაღლთა გამრავლებაზე საუბრის დროს, აგრეთვე მგლის ხახის შეკვრისა და ძაღლთა ყეფის საწინააღმდეგო შელოცვებში.
ლაყ-ლაყყათი ფლობს ჯადოსნურ თასს, რომელიც ღამით კაშკაშებს, დღისით კი შავდება. არსებობდა „ლაყ-ლაყყათის თამაში“ (Лакъ-Лакъкъат оюн), რომლის დროსაც კალოს გარშემო ფერხულში ჩაებმებოდნენ და დაგეშილ ძაღლსა და კატას წრეზე გაუშვებდნენ. საინტერესოა ითქვას, რომ ქრისტიანობის მიღებამდე სამშაბათს „ლაყყათის დღე“ (Лакъкъат-кюн) ეწოდებოდა (შემდეგ იგი გიორგის დღე“ — Гюрге/Геурге-кюн – გახდა).
ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.