კომპონენტი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომპონენტი (ლათ. componens, componentis – შემადგენელი) – შემადგენელი ნაწილი, რისამე ელემენტი; ანუ ერთ-ერთი იმ ელემენტებიდან, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს მოცემულ მათემატიკურ მათემატიკურ ობიექტს. მაგალითად, ვექტორის კოორდინატებს, ჯამის შესაკრებს, ნამრავლის თანამამრავლს შესაბამისად ვექტორის, ჯამის, ნამრავლის კომპონენტები ეწოდება.
დრეკადობის თეორიაში იყენებენ ტერმინებს: „ძაბვის კომპონენტები“, „დეფორმაციის კომპონენტები“ და სხვა.