კერიკეონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერიკეონი – (ბერძნ.) კვერთხი, რომელზეც ორი გველია შემოხვეული. კერიკეონი ჰერმესისა და ირისის ატრიბუტი იყო. ძველად მას მიიჩნევდნენ მაცნეთა, შიკრიკთა და მრჩეველთა (ბულევტესთა) ემბლემად, რომელიც მათ ხელშეუხებლობას განაპირობებდა.
რომში კერიკეონს შეესატყვისება ტერმინი „კადუკეუსი“ (იგივე „კადუცეუსი“), რომელსაც დაატარებდა მერკურიუსი.