კარაჭინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კარაჭინი-დან)
კარაჭინა – წინდის მეორედ გამოქსოვილი ძირი, შალის უხეში ნართისაგან მოქსოვილი და ფერადი ძაფებით დაჭრელებული ფეხსამოსი, წინდის ზემოდან ჩასაცმელი. ზოგ შემთხვევაში კარაჭინს ძირზე ტყავს გამოაკერებდნენ. ჭვანის ხეობის მასალებით იგი ზამთარ-ზაფხულ ჩასაცმელი იყო. საზაფხულო კარაჭინს აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან ქსოვდნენ, შალისას – ზამთარში იყენებდნენ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:222.