კავკასიური ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კავკასიური ფიჭვი – მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლით 20-25 მ, ვარჯი – პირამიდული, კონუსური ან მომრგვალო ფორმის, წიწვები ტოტებზე წყვილ-წყვილად განლაგებული, ბლაგვწვერიანი, შეიცავს ეთერზეთებს; გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, ქიზიყის (კახეთი) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლი) ტერიტორიების გარდა. მერქანი გამოიყენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ფიჭვისა.