იუდოლი ნიკოლას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნიკოლას იუდოლი − (1504 − 1556), ინგლისელი დრამატურგი. ოქსფორდის კურსდამთავრებული და პედაგოგი ის ბრწყინვალედ ფლობდა ლათინურ ენას. როგორც ჭეშმარიტი ჰუმანისტი, იუდოლი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა, მარია I-ის კარზე სანახაობათა მომწყობის თანამდებობა ეკავა.

1550-იან წლებში გამოჩნდა ნიკოლას იუდოლის ორიგინალური ინგლისური პიესები, რომლებიც ლათინური ნიმუშების მიხედვით იყო შექმნილი. პირველი „ნეოლათინური” ინგლისური პიესა „რალფ როისტერ დოისტერი” (დაწერილია 1551- დან 53 წლამდე პერიოდში).

ნიკოლას იუდოლმა თავისი კომედია პლავტუსისბაქია მეომრისა” და ტერენციუსისსაჭურისის” მიხედვით შექმნა. როისტერ დოისტერი თავხედი ბაქიაა, უჭკუო და მხდალი. მას მდიდარი და ლამაზი ქვრივი კონსტანციას გულის დაპყრობა სურს. ქალის უარით განაწყენებული და თავისი კომპანიონის მეთიუ მერიგრიკის მიერ წაქეზებული, ის მსახურებთან ერთად კონსტანციას სახლს დაესხმება თავს. ქვრივი და მისი მოახლეები ცხარე წინააღმდეგობას გაუწევენ თავდამსხმელებს და სამარცხვინოდ უკუაქცევენ მათ. კონსტანცია ახალგაზრდა ვაჭარ გუდლაქზე დაქორწინდება, რომელიც ყველანაირი ღირსებით არის შემკული. მიუხედავად იმისა, რომ პიესა რომაული ნიმუშების მიხედვით შეიქმნა, მასში ინგლისური ტრადიციის გავლენაც იკითხება. ისევე, როგორც მორალიტეში, ზოგიერთ პერსონაჟს მრავალმნიშვნელოვანი სახელი ჰქვია, მაგალითად, კონსტანცია ერთგულს ნიშნავს, გუდლაკი კი იღბლიანს. პიესა თანამედროვე ინგლისის რეალობასაც ასახავს, რალფ როისტერ დოისტერი დაკნინებული რაინდის გროტესკული სახეა, გუდლაკი მესამე წოდების პროგრესულობასა და ღირსებებს გვახსენებს. მეთიუ მერიგრიკი რომაული პარასიტისა და მორალიტეს ცნობილი პერსონაჟის – უზნეობის სიმბიოზია. ის რალფის ხარჯზე ცხოვრობს, მაგრამ ფარულად დასცინის და აბუჩად იგდებს მას.

თამარ ბოკუჩავა


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები