იოლგენმაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოლგენმაჲ / იოლგენბაჲ / იოლგენ-ი / იოლგენთაჲ (ბალყ-ყარაჩ. Ёльгенмай / Ёльгенбай / Ёльген / Ёльгентай) – წმ. ადგილების, სასაფლაოების მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (ენათესავება ძველ-თურქულ ღვთაება ულგენს). მითების თანახმად, საფლავზე ამოსული ბალახი იოლგენმაჲს თმაა და მისი მოთიბვა იკრძალება. ითვლება, რომ ამ აკრძალვის დარღვევით უბედურება ადგებათ მიცვალებულებს, რომლებიც შემდეგ ცოცხლებზე იძიებენ შურს. გათვალვის საწინააღმდეგო შელოცვის ტექსტის მიხედვით, რომელიც, როგორც მიიჩნევენ, მონოთეისტურამდელ პერიოდში იოლგენისათვის აღვლენილ ლოცვას წარმოადგენდა, ჰყავს ვაჟები – შვილიერების მომნიჭებელი ჯოჯუხანი, რკინეულის მფარველი დაუეთხანი, ნიავის მფარველი დიეუ, შვილიშვილი – სიბნელის შემოქმედი და მფარველი ყირყაუზლუ სოლთანი, სიძე – სფერული ელვის მფარველი შაქაი:

ოქროს ბაირიმ (მარიამ – ნ. ა.),
იოლგენის სიძევ, შაქაი,
იოლგენის ვაჟო – ოქროს დიეუ,
იოლგენის ვაჟო – ჯოჯუხანო,
იოლგენის ვაჟო – რკინის ბატონო დაუეთხანო,
იოლგენის შვილიშვილო – ყირყაუზ სოლთანო!
დე, ორმოცფეხა ყირყაბანს
მემკვიდრეები არ გაუჩნდეს,
ხოლო თუ ეყოლა, დე, გაქრნენ.
მის ცოლს ნაჯიზეს,
დე, საშვილოსნო დაენგრეს!
ალაჰმა გიხსნას, შენ,
ყირყაბანის ბოროტი თვალისგან.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Миф и функциони-рование религиозного культа в заговорно-заклинательном ритуале карачаевцев и балкарцев. М., 1999;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები