ინტრიგა (დრამატურგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტრიგა – (ლათ. intric – ვხლართავ), პერსონაჟთა ურთიერთდაპირისპირების რთული და დაძაბული გადახლართვა, რასაც ხშირად ახლავს ფარულ განზრახვათა დახვეწილი ფანდებით განხორციელება. ინტრიგის შემწეობით აღმოცენდება პერიპეტიები, რაც თავისთავად წარმოშობს დარამატიზმს, იწვევს შეუნელებელ ინტერესს. ინტრიგა იყოფა საკვანძო და პარალელურ ნაწილებად, ყალიბდება ღია და ფარულ კოლიზიად, გამოკვეთს სიუჟეტს და ავლენს ხასიათებს.

ანტიკურ ხანაში ინტრიგის ცნება ზოგჯერ გამოყენებული იყო პიესის ჟანრის განსაზღვრისათვის. ძველბერძნულ დრამატურგიაში ვხვდებით „ინტრიგის ტრაგედიას“, „ინტრიგის კომედიას“. ინტრიგის დრამატურგიული ხერხი განსაკუთრებით ფართოდ იქნა გამოყენებული XVI-XVII სს. ესპანელი დრამატურგების მიერ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები