ინტრადა
- საზეიმო სვლების თანმხლები მუსიკა (XVI–XVII სს., დასავლეთ ევროპა), სრულდებოდა საცერემონიო გამოსვლების დროს.
- დიდებული ხასიათის პიესა, ჩართული სიუიტაში შესავალი ნაწილის სახით.
- მცირე ზომის ინსტრუმენტული პიესა, რომელიც ასრულებს შესავლის ფუნქციას რაიმე მუსიკალური ნაწარმოებისათვის.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი