ზოდელავა მურთაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მურთაზ ზოდელავა – დაიბადა 1976 წლის 18 აგვისტოს სოხუმში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2009) პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
- საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010);
- საქართველოს მთავარი პროკურორი (2009-2012).