ვიეტანი ანრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანრი ვიეტანი - (ფრ. Henri Vieuxtemps, (17. II. 1820, ვერვიე, – 6. VI. 1881, მუსტაფა, ალჟირი), ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი. შ. ბერიოს მოწაფე.
7 წლიდან მართავდა კონცერტებს 1838-40 და 1845-52 მუშაობდა რუსეთში. ვიეტანი რომანტიული მიმდინარეობის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინეა, ავტორია 7 ვირტუოზული სავიოლინო კონცერტისა. 1871-73 ბრიუსელის კონსერვატორიის პროფესორი იყო. მის მოწაფეებს შორის არის ე. იზაი.