ვახტანგაშვილი მალხაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მალხაზ ვახტანგაშვილი – დაიბადა 1972 წლის 6 მარტს ცხინვალში.
განათლება – ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
- ცხინვალის რეგიონის რწმუნებული (1999-2003);
- შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცხინვალის რეგიონის საკითხთა სამსახურის უფროსი (2004);
- კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მინისტრის მოადგილე (2006-2008).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარული წესით, №32 გორის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქციის - „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ თავმჯდომარე.