ექსპლუატაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექსპლუატაცია − (exploitation), გამოიყენება ორი მნიშვნელობით: პირველი გულისხმობს რესურსების გამოყენებას, ხოლო მეორე - დაქირავებული მუშაკის მიერ დახარჯული შრომის ანაზღაურებაში დამქირავებლის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ამის მაგალითია, როდესაც დამქირავებელი გაცილებით ნაკლებს უხდის დაქირავებულს, ვიდრე მისი შრომის ფასია. ექსპლუატაციის ეს მეორე განმარტება უკავშირდება კარლ მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიას. მარქსის მიხედვით ზედმეტი ღირებულების ნორმა ექსპლუატაციის საზომია. ასეთმა ფორმულირებამ თავი იჩინა თანამედროვე ეკონომიკურ ტერმინებშიც (ჯ. რობინსონი) როგორც სხვაობამ დაქირავებულის ხელფასსა და მისი ზღვრული პროდუქტის ღირებულებას შორის.