ერდელის ბუჩქისძირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ერდელის ბუჩქისძირა – (Corydalis Erdelii), მრავალწლიანი გორგლიანი მცენარე, ყაყაჩოსებრთა ოჯახისა, კავკასიის იშვიათი, ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობა. საქართველოში მხოლოდ ჯავახეთშია, სოფელ სამების მიდამოებში და თეთრობის ქედზე, მთის საშუალო და ზედა სარტყელში, ღორღიან ადგილებში.