დამცავი საშუალებები სიმაღლეზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დამცავი საშუალებები სიმაღლეზე − საყრდენზე, ანძაზე, კოშკზე, სახლის სახურავსა და მისთ. მუშაობისას გამოყენებული სპეციალური ქამრები, ჯაჭვები, გვარლები, კიბეები და ამწევი მოწყობილობები. დამცავ ქამრებს ცდიან 2,4 კნ ძალის ქვეშ 3 თვეში ერთხელ. მას უნდა ჰქონდეს დიდი მექანიკური სიმტკიცე, რათა დაიცვას ადამიანი ჩამოვარდნისაგან. დამცავი სათვალეები გამოიყენება ელექტრორკალისაგან თვალის დასაცავად, აგრეთვე გამდნარი ლითონისა და გაზების თვალის არეში მოხვედრისაგან.