დავით II და აბასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით II და აბასი – (სომხითის) სამეფოს უკანასკნელი მეფეები (1089-ის შემდეგ — 1111-1113). კვირიკე II-ის ვაჟები. ამ პერიოდში ძლიერდება თურქ-სელჩუკთა შემოსევები — 1105 წელს მათ დაიპყრეს ლორე. 1110 წელს შემოსევა განმეორდა. 1111 თუ 1113 წელს ძმები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეფობა და თავი მაწნაბერდისა და ტავუშის ციხეებისათვის შეეფარებინათ. ტაშირ-ძორაგეტის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, თუმცა ტაშირელი კვირიკიანები, როგორც რიგითი ფეოდალები, წყაროებში XIII საუკუნემდე იხსენიება.