დავითი (კახეთის მთავარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავითიკახეთის მთავარი (976-1009). მისი ქორეპისკოპოსობის დროს კახეთი კვლავ ძლიერდება. სამთავროს მთავარ მოკავშირეს კვლავ რჩებიან აფხაზთა და ჰერეთის სამეფოები.

შიდა ქართლის აზნაურებზე დაყრდნობით დავითმა დაიწყო ბრძოლა აფხაზთა სამეფოს წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში ბაგრატ III აფხაზთა მეფემ გაიმარჯვა, კახეთის მთავარმა მაინც მოახერხა მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ციხეების – გრუასა და წირქვალის ხელში ჩაგდება.

ამის შემდეგ დავითი იწყებს ბრძოლას ჰერეთისათვის. ჰერეთის სამეფო ამ დროს დასუსტებულია და მის შესაერთებლად იბრძვის როგორც კახეთის სამთავრო, ისე აფხაზთა სამეფო. 1008 წელს მეფე ბაგრატ III-მ დაიკავა ჰერეთი და იქ განმგებლად თავისი მომხრე აბულალი დასვა. ჰერმა დიდებულებმა, რომელთაც არ ცნეს აბულალის ბატონობა, თავიანთ მეფედ დავით ქორეპისკოპოსი მოიწვიეს. დავითმა მოახერხა ჰერეთიდან აბულალის განდევნა. ამის შემდეგ დავითი მალე გარდაიცვალა.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები