გურსას ამოცანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურსას ამოცანა – ე. გურსას მიერ საფუძვლიანად შესწავლილი ამოცანა, რომელიც შეეხება ორი დამოუკიდებელი ცვლადის შემცველი მეორე რიგის ჰიპერბოლური განტოლების ამოხსნას, როდესაც მოცემულია მისი მნიშვნელობები ორ მახასიათებელ წირზე, რომლებიც ერთი წერტილიდან გამოდიან.