გუმიარაბიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუმიარაბიკი – (შუაინგლ. gum arabic < ლათ. gummi გუმფისი და arabicus არაბეთისა), ქაღალდის ერთგვარი წებო. მყარი გამჭვირვალე ფისი, რომელიც შედგება სხვადასხვა ჯიშის აკაციის ხის [მაგ., Acacia nilotica; Acacia senegal; Vachellia (Acacia) seyal] გამშრალი წვენისაგან. ძირითადი მწარმოებელია სუდანი (მსოფლიო წარმოების 80%). გამოიყენება ლითოგრაფიაში, აკვარელისა და გუაშის საღებავების დასამზადებლად, კვების მრეწველობაში (შედის მაგ., „კო-კა-კოლას” შემადგენლობაში, როგორც ემულგატორი) და სხვ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები