გენერალ-ბანი
ბასო-კონტინუო, გენერალ-ბანი – ქვედა ხმა ჰარმონიის მითითებით, რომელიც აღნიშნულია ციფრებით ყოველი ბგერის ქვეშ. ამ გვარი „ციფრირებული ბანის“ მეშვეობით შემსრულებელი აგებდა აკორდებს; ავსებდა შუა ხმებს ხმათა მოძრაობის ნორმების დაცვით და ამკობდა აკორდებს „ფიგურაციის“ ხერხებით. ბასო-კონტინუო როგორც ტექნიკური ხერხი და მუსიკის შეთხზვის მეთოდი გავრცელებული იყო „ჰომოფონიურ-ჰარმონიული წყობის“ ჩამოყალიბების პერიოდში (XVI-XVIII სს), შემსრულებლის და კომპოზიტორის აუცილებელი პროფესიული ჩვევის სახით.
გენერალ-ბანი პრაქტიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ძველად გავრცელებულ „იმპროვიზაციის“ ხელოვნებასთან. ტერმინი ბასო კონტინუო გამოიყენებოდა XIX ს. მუს. თეორიაში ჰარმონიის დისციპლინის აღსანიშნავად. ამჟამად „ციფრირებული ბანი“ დამხმარე ტექნიკური ხერხია ჰარმონიის სწავლების დროს.