განრღვეულის განკურნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განრღვეულის განკურნება - ეპიზოდი იოანეს სახარებიდან.

„ამის შემდეგ იყო იუდეველთა დღესაწაული და ავიდა იესო იერუსალიმში. და არის იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან საბანელი, რომელსაც ჰქვია ებრაულად ბეთეზდა, და ხუთი სტოა ჰქონდა. იქ იწვა სიმრავლე უძლურთა, ბრმათა, კოჭლთა, გამხმართა, რომლებიც ელოდნენ წყლის ამოძრავებას; რადგან უფლის ანგელოზი დროდადრო გადმოდიოდა საბანელში და ამღვრევდა წყალს; და ვინც პირველი ჩავიდოდა წყლის ამღვრევისას, იკურნებოდა, რა სნეულებითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. და იყო იქ ვიღაც კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იყო უძლურებაში. ნახა იგი მწოლიარე და გულისხმაყო, რომ მრავალი წელი იყო უძლურებაში, და უთხრა მას: გინდა გამოჯანმრთელდე? მიუგო მას უძლურმა: ბატონო, კაცი არა მყავს, რომ, როცა აიმღვრევა წყალი, ჩამაგდოს მე საბანელში; და ვიდრე მივალ მე, სხვა ჩემზე წინ ჩადის. უთხრა მას იესომ: ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე! და მყისვე გამოჯანმრთელდა ის კაცი და აიღო თავისი საწოლი და წავიდა. და იყო შაბათი იმ დღეს. ეუბნებოდნენ იუდეველები განკურნებულს: შაბათია და არ არის მართებული შენთვის, რომ აიღო შენი საწოლი; ხოლო მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა მე, მან მითხრა: აიღე შენი საწოლი და იარე. ეკითხებოდნენ მას: ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა შენ: აიღე შენი საწოლი და იარე? ხოლო განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო მიეფარა ხალხს, რომელიც იყო იმ ადგილას. ამის შემდეგ ნახა იგი იესომ ტაძარში და უთხრა მას: აჰა, გამოჯანმრთელდი, ნუღარ სცოდავ, რათა უარესი რამე არ შეგემთხვეს შენ. წავიდა ის კაცი და აუწყა იუდეველებს, რომ იესოა, ვინც განკურნა იგი. ამის შემდეგ დევნიდნენ იუდეველები იესოს და ეძებდნენ მას მოსაკლავად, რადგან ამას აკეთებ და შაბათს“ (იოანე, 5:116).

ღვთისმსახურება

აღდგომიდან მეოთხე კვირა ეძღვნება ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნებას (იოანე, 5). განრღვეული მრავალი წელი ამაოდ ელოდა, ვინმეს დახმარებით ჩასულიყო სამკურნალო საბანელში. ისევე როგორც იგი, ჩვენც განვიკურნებით და ეკლესიაში ნათლობის საშუალებით ქრისტესგან ვიღებთ ხსნასა და მარადიულ ცხოვრებას. განრღვეულისადმი მიმართული ქრისტეს სიტყვები – „...ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძვირესი რაჲმე გეყოს შენ“ (იოანე, 5:14)100 – ჩვენც მოგვემართება.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები