გალიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალიუმი – მოვერცხლისფრო-თეთრი რბილი ლითონი. ქიმიური თვისებებით ჩამოჰგავს ალუმინს, გამოიყენება: ლითონშორისი ნაერთების (ზეგამტარი) და ადვილად ლღობადი შენადნობების მისაღებად (სასიგნალო მოწყობილობისათვის), სპეციალური მინებისა და სარკეების დასამზადებლად; გამმართველებსა და ნათურებში; თერმომეტრებისა და მანომეტრების შესავსებად (ვერცხლისწყლის ნაცვლად); სპეციალურ ფიზიოთერაპიულ ნათურებში; ელექტრონული მილაკების კათოდებში; თერმორეგულატორებში, სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. გალიუმი და მისი ნაერთები ტოქსიკურია ვერცხლისწყლის მსგავსად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები