გაბრიაძის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიაძის კოშკი

გაბრიაძის კოშკი – უნიკალური საათიანი კოშკი. მდებარეობს ქ, თბილისის ცენტრში, მარიონეტების თეატრის გვერდით. ავტორია ცნობილი ქართველი მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე. კოშკი აგებული იყო ავტორის მიერ 2010 წელს.

ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა. კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. კოშკი თანამედროვე თბილისის არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები