ბუსკანტურა
ბუსკანტურა – (Campanula alliariifolia Willd.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 70 სმ-მდე. აღმავალი ან სწორი, დატოტვილი ან მარტივი, მოთეთრო ბეწვით შებუსული. ფესვთანური ფოთლები ფართო-სამკუთხა გულისებურია ან გულისებური, ძირთან ღრმა ამონაკვეთით. კიდეზე არათანაბრად მრგვალკბილა. ზედა მხარეზე მწვანეა და გაფანტულბეწვიანი, ქვედაზე მონაცრისფრო. ფესვთანური და ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, სულ ზედა ფოთლები – მჯდომარე. ყვავილედი ცალმხრივი მტევანია, თავდახრილი, ყვავილი თეთრია, შებუსული, წაწვეტებული ნაკვთებით. ყვ. ნაყ. VII-VIII გავრცელებულია კლდეებზე, ქვიან ფერდობებზე. ნაშალებზე. კახეთში შესაბამისი ჰაბიტატების ჩვეულებრივი მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან დიდი რაოდენობით. გავრცელებულია მთელ საქართველოში.