აღსართან II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აღსართან II – ჰერეთ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1102-1104). საქართველოს ერთიან მონარქიასთან შეერთების მომხრე დიდებულებმა ქავთარმა და მისმა დისწულებმა არიშიანმა და ბარამმა შეიპყრეს იგი და დავით IV აღმაშენებელს გადასცეს. ჰერეთ-კახეთის სამეფო გაუქმებულ იქნა.
დავით IV საბოლოოდ განმტკიცდა ამ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ერწუხის ბრძოლაში გაანადგურა კახთა სამეფოს აღსადგენად და ერთიანი საქართველოს მეფის დასასჯელად განძის ათაბაგის ხელმძღვანელობით გამოგზავნილი თურქული არმია.