აფრა (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფრა, პანდანტივი – (ფრანგ. pendentif), სფერულ ზედაპირში ამოკვეთილი სამკუთხა მოხაზულობის კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც გუმბათის წრიული საფუძველი გადასახურავი სადგომის კვადრატს უკავშირდება. აფრა, როგორც კონსტრუქციული და მხატვრული სისტემა, პირველად გამოიყენეს ბიზანტიელმა ხუროთმოძღვრებმა VI საუკუნეში (აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში). საქართველოში ჩნდება VIII-IX საუკუნეებში და ცვლის მანამდე გავრცელებულ ტრომპებს. საბოლოოდ კი X საუკუნიდან მკვიდრდება.