არკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არკოზი − (ფრანგ. Arkose < სავარაუდოდ, ბერძ. arkhaîos ძველი, უძველესი, დაძველებული) – ქვიშაქვის ნაირსახეობა, რომელიც შედგება მინიმუმ 25% მინდვრის შპატის, კვარცის, ზოგჯერ ქარსის და სხვა კომპონენტებისგან. არკოზი ჩვეულებრივ ყალიბდება მაგმური ან მეტამორფული ქანების გამოქარვით. აქვს მკრთალი-მონაცისფრო ან მოვარდისფრო შეფერილობა. გამოიყენება ცემენტის, მინის, კერამიკის, სამშენებლო დუღაბების და მისთ. წარმოებაში.