არაშენდის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაშენდის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდის სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.

ეკლესია დარბაზულია (5,6X4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედელი და საკურთხევლის ნაწილი კონქის ქუსლის დონემდე. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთის ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე დაბალი თაღით გადახურული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – თითო მაღალი თაღოვანი ნიში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები