აპოლონური და დიონისური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლონური და დიონისური – ეს ცნება დამკვიდრებულია ნიცშეს მიერ („ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“) და გულისხმობს ურთიერთსაპირისპირო, მაგრამ შინაგანად დაკავშირებულ მხატვრულ ტენდენციათა არსებობას ძველბერძნულ ხელოვნებაში. აპოლონური საწყისი გულისხმობს ზომიერებას და ჰარმონიას, თვითშემეცნებისკენ სწრაფვას, თვითჩაღრმავებას და მედიტაციას, დიონისური კი – ფანტაზიის აღზევებას, გრძნობებში ჩაძირვას, ექსტაზს. ნიცშეს აზრით, ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, აპოლონური და დიონისური საწყისები ამდიდრებენ ურთიერთს და ხელოვნებას სასიცოცხლო ძალებს შთაბერავენ. ამ პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობდა ს. ახმეტელი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები