ანჯამა მალული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანჯამა მალული – ანჯამის სახეობა, რომელიც კონსტრუქციის ორიგინალობის გამო არ ჩანს გარედან, როცა კარი დაკეტილია და, შესაბამისად, არ ცვლის კარის ფასადის დიზაინს. გარდა ამისა, მალული ანჯამა უზრუნველყოფს კარის გაღებას ორივე მხარეს 180°-ით, რაც საშუალებას იძლევა ასეთი ანჯამები გამოყენებული იქნეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც საჭიროა კარის ორმხრივი გაღება