ალუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალუ - აფხ. 1. ხელის წისქვილის ქვა, დოლაბი. იგი მაგრდებოდა 1,3 მ. სიმაღლის ხის საყრდენ სადგარზე, რომელიც უმოძრაო იყო. თვით ხელის წისქვილი ორი დოლაბისაგან შედგებოდა. ქვემო დოლაბი სადგარზე იყო დამაგრებული უძრავად, ჩარჩოში, რომელიც სადგარზე კეთდებოდა. ქვემო და ზემო დოლაბები ერთმანეთთან ღერძით იყო დაკავშირებული. ღერძი ორივე დოლაბის ცენტრში იყო მოთავსებული, ღერძი ბზის ხისგან მზადდებოდა. მას სწორკუთხა ფორმა ჰქონდა. ზემო დოლაბში თამასით აკვარაზ-ი იყო დამაგრებული. იგი ღერძს ისე ამაგრებდა, რომ ქვაში თავისუფლად ემოძრავა. იგი ასევე მოძრაობასაც და ფქვის ხარისხსაც არეგულირებდა, რისთვისაც ქვებს ე.ი. დოლაბებს შორის, ხის საცეხველის რამდენიმე დარტყმით ღრიჭოს არეგულირებდა. ამავე დროს, საყრდენსადგარზე 2 სმ დაშორებით იდგმებოდა ხის ყუთი, დაახლოებით 15 სმ, ფქვილის გამოსაყრელად. ადამიანს (ქალს) მარჯვენა ხელით, მოძრავი ჯოხის დახმარებით, დოლაბები მოჰყავდა მოძრაობაში. მარცხენა ხელით იგი მარცვალს ყრიდა ღრიჭოში ზემოდან. ფქვილი ყუთის ფიცარზე (ალურწა) იყრებოდა, საიდანაც ასაღებით ფქვილი აგუაბლააში ხის დიდ გობში გადმოჰქონდათ. ხელსაფქვავით ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 3 კგ. ფქვილის დაფქვა იყო შესაძლებელი. 2. წყლის წისქვილის დოლაბი.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები