ალავერდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალავერდი - მრავალი ვერსია არსებობს ამ სახელზე, მაგრამ გადაწყვეტილად მაინც ამოუცნობი რჩება. მაგ. ნაწილი მეცნიერებისა და ისტორიკოსებისა ამ სიტყვის მნიშვნელობას უკავშირებს ალვანს (ალბანეთს, დღევანდელ აზერბაიჯანს) ამ მკვლევართა შორისაა ვახუშტი ბატონიშვილიც; ზოგი ფიქრობს, რომ ინგუშური სიტყვაა. აკაკი შანიძე წოვა-თუშურად მოიხსენიებს.
ალავერდის ტაძარი ყველაზე მაღალი იყო საქართველოში (500 მ), სანამ ყოვლადწმინდა სამების ტაძარი აშენდებოდა თბილისში, ელიას მთაზე. მუსულმანები მას ალაჰოვერდს უწოდებენ, რაც ნიშნავს - „ალაჰის მოცემულს“.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის, თბილისი 2013 წ.