ალაბყჲაჳჷ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალაბყჲაჳჷ - სოფლის უბნის მმართველი. ძველად, ჩვეულებრივ უბანში მხოლოდ ერთი გვარის, ერთი წინაპრის მემკვიდრეები ცხოვრობდნენ. მათი მმართველი, უბნის უხუცესი მამაკაცი იყო. იგი თავის ნათესაურ ჯგუფში სხვა უხუცესებთან ერთად წამოჭრილ ყველა საკითხს განიხილავდა. იგი თავისი უბნის წევრების მორალურ საქციელზე პასუხისმგებელი იყო. ხვნა-თესვას, მოსავლის აღებას, ამასთან ერთად ქვრივ-ობლების დახმარების საკითხსაც აკონტროლებდა.