აკუნიფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკუნიფა (აფხ. Акәыниҧа) — აფხაზური ფოლკლორის გმირი, რომელიც ნადირობის დროს ხშირად ხვდება ანანა-გუნდასა და აჟვეიფშაას, სტუმრობს ამ უკანასკნელს და ჯილდოვდება საუკეთესო ნადირით; იხსენიება აერგისა და აჟვეიფშას გვერდით იმ ტექსტებში, რომლებიც ვაჟკაცთა საგმირო საქმეების სადიდებლად იმღერება.
ლიტერატურა
- Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
- Ц.Н. Бжания. Из истории хозяйства и культуры абхазов. Сух., 1973.