ათაცააგაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ათაცააგაცვა (ათაცააგაცοა) - აფხ. მაყრიონი, ცხენოსანი ამალა. პატარძლის მოსაყვანად წასულ ცხენოსათა ამალაში შედიოდნენ სიძის ძმები, დები, ბიძაშვილები და სხვა ახლო ნათესავები, „რძის“ ნათესავები, ასევე მეგობრები და ამხანაგები. ამალას სათავეში უხუცესი, პატივცემული მამაკაცი ედგა. ქალებს შორისაც ასაკით უფროსი ქალი გამოირჩეოდა.