ავათარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავათარა – (ინდ.) ღვთაების გარდამოსვლა დედამიწაზე, მისი მოვლინება ადამიანის ან სხვა მოკვდავი არსების სხეულში (განხორციელება) ქვეყნისა და ადამიანების სახსნელად, სამართლიანობისა და ზნეობის აღსადგენად. განსაკუთრებით ცნობილია ღვთაება ვიშნუს ავათარები თევზის (წარღვნის მითოსში), კუს, ტახის, ლომკაცის, თეთრი ცხენის, ბუდას და სხვათა სახით.