აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი — (ინგლ. abstract expressionism) – ხელოვნების მიმდინარეობა (სკოლა) ამერიკულ ფერწერაში, რომელიც განვითარდა ნიუ იორკში (აშშ) XX საუკუნის ორმოციან წლებში ანდრე ბრეტონის (ფრანგი მწერალი და პოეტი, სიურეალიზმის ფუძემდებელი) გავლენით, რომლის მთავარი მიმდევრები იყვნენ ამერიკელი მხატვრები ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როტკო, ვილემ დე კუნინგი და სხვ. ამ მიმდინარეობის წევრები გამოირჩეოდნენ იმით, რომ სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე საღებავების დაწვეთების მეშვეობით. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ჩამოყალიბებამ საფუძველი დაუდო ხელოვნების ახალი ამერიკული სტილის "პოპ-არტის" შექმნასა და მსოფლიო კულტურისა და მხატვრობის ცენტრის ევროპიდან, ნაწილობრივ, ამერიკაში გადანაცვლებას.



იხილე აგრეთვე

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და მოქმედების ფერწერა

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები