გელბრეითი ჯონ კენეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯონ კენეტი გელბრეითი-დან)
გელბრეითი ჯონ კენეტი - (Galbraith John Kenneth, 1908-2006) - ამერიკელი (წარმოშობით კანადელი) ეკონომისტი, სოციოლოგი და საზოგადო მოღვაწე. ნეოინსტიტუციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (1948). ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აშშ სა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან და აკადემიურ ინსტიტუტებში. იყო აშშ-ის ელჩი ინდოეთში (1961-1963). მისი ცნობილი ნაშრომებია: „ინდუსტრიული საზოგადოება” (1967), „ეკონომიკური თეორია და საზო გადოების მიზნები” (1973), „ეკონომიკური თეორიის ისტორია: წარსული როგორც თანამედროვეობა” (1987) და ა.შ.