მინის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილა მინის-დან)
მინის ფილა – ფილა, რომელიც მიიღება სპეციალური შემადგენლობის მინის უწყვეტი გლინვის მეთოდით, ფართო დიაპაზონის ფერთა გამით, მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით. ფილების ფორმა კვადრატულია, უკუმხარეს აქვს დაღარული ზედაპირი. განკუთვნილია სანიტარული კვანძების მოსაპირკეთებლად. მზადდება კვადრატული ან მართკუთხა ფორმის, ზომებით 50-150 მმ, სისქით 4-6 მმ.